დახურვა
უკან მაღლა
Image Alt

მარიამ დარჩია

მარიამ დარჩია SBC Legal-ში იკავებს იურისტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს კერძო და კორპორატიული სამართალი.  ჩვენს ფირმასთან შემოერთებამდე მარიამმა წარმატებით დაასრულა სტაჟირება თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში, სადაც იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენაში. ამასთანავე, ის აქტიურად იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებათა მიმდინარეობის პროცესში. მარიამის პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას სსიპ იუსტიციის სახლში, სადაც ის კონსულტაციას უწევდა კლიენტებს კორპორაციული და კერძო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

მარიამს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ის არის ბიზნეს-სამართლის მაგისტრის ხარისხის კანდიდატი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მშობლიურ ქართულთან ერთად, მარიამი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალვრის ხარისხი სამართლის მიმართულებით, 2017

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მაგისტრის კანდიდატი ბიზნეს-სამართალში

ენები

ქართული

ინგლისური

ფრანგული

რუსული

საკონტაქტო ინფორმაცია

კავსაძის ქუჩა 3, მე-2 სართული, მე-9 ოფისი | თბილისი 0162, საქართველო

დომუსის ბიზნეს ცენტრი

ტელ: +995 32 2 000 260 (108)

ელ-ფოსტა: m.darchia@sbc-legal.com