ჩვენი სამართლებრივი ექსპერტები ახორციელებენ ყველა სახის ბიზნეს ტრანზაქციებსა და რეორგანიზაციას, რომელიც მოიცავს შერწყმას და წილების, საკრედიტო წყაროების/საშუალებების მოპოვებას, ფასიანი ქაღალდების გამოცემას, სხვადასხვა ტიპის ფინანსირებას, ერთობლივი საწარმოების დაფუძნებასა და ლიკვიდაციას. ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ კლიენტებს მრავალი ერთობლივი საწარმოს, ასევე, სპეციფიკური საგადასახადო ფინანსური მიმართულებებით შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობითი ოფისების, მმართველობითი და მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბებაში.
ჩვენი საგადასახადო და აუდიტის სპეციალისტები ახორციელებენ ხარჯების დაზოგვაზე ორიენტირებულ ეფექტურ საგადასახადო დაგეგმარებას, კორპორაციულ და საბუღალტრო მხარდაჭერას. ბიზნეს ტრანზაქციების საწყის სტადიაზე ჩვენ ვაწვდით დეტალურ სამართლებრივ ანალიზს მომავალ ადგილობრივ პარტნიორებზე ან სპეციფიურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ანალიზის განხორციელებისას ჩვენ ორიენტირებული ვართ სპეციფიკური საწარმოების კორპორაციულ საკითხებზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, სამართლებრივ შესაბამისობასა და ბიზნეს პრაქტიკაზე.
ასევე, ჩვენ ჩართულნი ვართ ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებების კონსულტაციაში საბანკო და საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაწვდით ჩვენს კლიენტებს შესაბამის რჩვევას საგადასახადო სამართლის სხვადასახვა საკითხთან დაკავშირებით და ვუზრუნველყოფთ ეფექტურ სტრუქტურირებას კორპორაციული საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, დაფუძნებისას/ფორმირებისას, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის დროს. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს იმპორტისა და ექსპორტის ტრანზაქციების განხორცილებაში. ჩვენს ფირმას საგადასახადო დავებთან მიმართებით აქვს მრავალმხრივი გამოცდილება საქართველოში.
საგადასახადო და საბაჟო სამართალი
ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა კომერციულ გარიგებას, როგორიცაა ნასყიდობა, იჯარა, ფინანსირება, ფასიანი ქაღალდები და წარმომადგენლობითი ურთიერთობები ყველა სახის მატერიალურ თუ არამატერიალურ აქტივებთან მიმართებაში. ჩვენ ვმონაწილეობდით მრავალ დებიტორ-კრედიტორულ ურთიერთობაში, როგორიცაა ვალის დაფარვის ტრანზაქციები, რეორგანიზაცია, გაკოტრება და სასამართლოში წარმომადგენლობა. ჩვენ ვახორციელებთ უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულების არსებობის შემოწმებას, აგრეთვე ვამზადებთ ნასყიდობის, იჯარის, ასევე სხვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს და ვუზრუნველყოფთ ჩვენი კლიენტების წარმომადგენლობას გარიგების ფორმირების ყველა ეტაპზე.
სამოქალაქო სამართალი
ჩვენ ვამზადებთ შრომით ხელშეკრულებებსა და პოლისებს ჩვენი კორპორაციული კლიენტებისათვის შრომითი ურთიერთობების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით და იმ რისკების მინიმიზაციით, რომლებიც დაკავშირებულია ძველ - საბჭოთა შრომის კანონებთან და პრაქტიკასთან. ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ და წარმოვადგენთ კლიენტებს პროფესიულ კავშირებსა და სახელწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას. SBC-ის იურიდიულ მრჩველთა გუნდი წარმოადგენს თავის კლიენტებს სასარჩელო წარმოებისას, მათ შორის, სამსახურიდან კანონმდებლობის დარღვევით გათავისუფლების, შრომითი სტანდარტების, ხელშეკრულების დარღვევის და ზიანის ანაზღაურების შემთხვევებში.
შრომის სამართალი
ჩვენს ფირმას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაციის წარმოების პროცესთან დაკავშირებით. პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ კლიენტებს ვაწვდით რჩევებს განსახორციელებელი პროცედურების შესახებ, ასევე, სამართლებრივ ანალიზს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე, არსებული ვალდებულებებისა და რისკების ხედვათა გათვალისწინებით, წარმოვადგენთ ჩვენს კლიენტებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებისას, სახელმწიფო ნებართვების მოპოვებისა და ლიცენზირებისას. ასევე, ვეხმარებით კლიენტებს მოლაპარაკების წარმოებასა და აუქციონზე ვაჭრობაში მონაწილობის მიღებაში, ნასყიდობის, საინვესტიციო გარიგებების მომზადებასა და მონაწილეობაში. წარმოვადგენთ ჩვენს კლიენტებს ხელშეკრულებათა აღსრულებისას და რეგისტრაციის ფაზაში, ვაწვდით მიმდინარე სამართლებრივ რჩევას, რათა სახელმწიფოს საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლის ტრანზაქცია უპრობლემოდ წარიმართოს.
საპრივატიზაციო სამართალი
კომპანიების რეგისტრაცია მსოფლიო მასშტაბით და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში
ჩვენი პროფესიონალები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ფორმის ბიზნეს საწარმოს რეგისტრაციის პროცესში, რაც მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს, ინგლისსა და უელსს, შოტლანდიას, ირლანდიას, კანადას, ჰონგ-კონგისა და დუბაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, ასევე თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. სერვისი აგრეთვე მოიცავს საბანკო ანგარიშების გახსნას საერთაშორისოდ აღიარებულ საბანკო ინსტიტუტებში, როგორებიცაა: Unicredit, Reifeisen Bank, Norvik Banka, Rietumu Banka, CSOB, Hellenic Bank.
სერვისი მოიცავს კომპანიათა დაფუძნებასა და რეორგანიზაციას, მათ შორის შერწყმასა და აქციათა/წილების მოპოვებას, წილობრივი მონაწილეობის სხვადასხვა ტიპებს, ერთობლივ საწარმოებსა და მათ ლიკვიდაციებს. ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში დავაფუძნეთ არაერთი ერთობლივი საწარმო, შვილობილი ორგანიზაცია და წარმომადგენლობითი ოფისი, საბანკო ანგარიშების გახსნის სპეციფიკაზე ფოკუსირებით.
ჩვენი პროფესიონალების გუნდი არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს სთავაზობს გადასახადების მინიმიზაციის სერვისს, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ დისტანციური რეგისტრაციისა და შესაბამისი საბანკო ანგარიშების გახსნის გზით. SBC Legal-მა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც დაეხმარება კლიენტებს ეფექტურად შეამცირონ თავიანთი საშემოსავლო ვალდებულებები. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს გადასახადების მინიმიზაციის სერვისის მიწოდებას ფიზიკური პირებისათვის მთელი მსოფლიოდან.
გადასახადების მინიმიზაციის სერვისი არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის
ჩვენი ფირმა გთავაზობთ მრავალმხრივ სერვისს გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესაბამისობის უზრუნველყოფა ჩვენი კლინტების მოთხოვნებთან, როგორებიცაა: პატენტი, საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშანი, ლოგო და დიზაინი. ჩვენ წარმოვადგენთ კლიენტებს სავაჭრო და პატენტ რწმუნებულებთან, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან. მონაწილეობას ვიღებთ და ვამზადებთ ფრენშაიზინგისა და ლიცენზირების გარიგებებსა და ხელშეკრულებებს, რომლებიც ემსახურება ტექნოლოგიის მოპოვებას. ამასთან, ვიცავთ კლიენტების ინტელექტუალურ საკუთრებას სასამართლოში.
ინტელექტუალური საკუთრება
ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კლიენტებს სერტიფიცირების, ლიცენზირების, ტექნიკური მოთხოვნებისა და რეგულირების საკითხებში. ასევე ვახორციელებთ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ოპერაციებისა და სატელეკომუნიკაციო სამართლის სხვა ასპექტების სტრუქტურირებას.
სატელეკომუნიკაციო სამართალი
ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ ჩვენს კლიენტებს კომერციულ სასამართლო პროცესებსა და საერთაშორისო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების, მედიაციისა და არბიტრაჟის მეშვეობით. ჩვენ ვაწვდით დამატებით და მნიშვნელოვან სამართლებრივ რჩევას მხარეებს, რომლებიც ჩართულნი არიან სამართლებრივ დავებში, არსებული თუ ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების აქტიური ანალიზით. ასევე ვურჩევთ კლიენტებს შედეგზე ორიენტირებულ სასამართლო სტრატეგიას, ვუზრუნველყოფთ ექსპერტთა სამუშაოს კოორდინირებასა და ზეპირი განხილვისას სასამართლოში წარმომადგენლობას.
კერძო სამართლის პროცესი და საერთაშორისო დავების მოგვარება
ჩვენს პროფესიონალებს აქვთ გამოცდილება პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებების მომზადებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში საქართველოში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი საერთაშორისო კომპანიების სახელით. ჩვენ ვაწვდით სამართლებრივ რჩევებს ნავთობისა და გაზის კომპანიებს სხვადასხვა აღჭურვილობის მიწოდების, ლიცენზირებისა და საგადასახადო საკითხებზე.