SBC LEGAL ოპერირებს SUNBREATH CORP.-ის ეგიდით, ბიზნეს კორპორაცია ქალაქ ნიუ-იორკში, აშშ.
სრული იურიდიულიფინანსურისაინვესტიციო სერვისი
SunBreath Corp. Legal Services LLC (SBC Legal) არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის კლიენტებს აწვდის სრულ და ეფექტურ იურიდიულ, ფინანსურ და საინვესტიციო სერვისებს ქართული ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით. SBC LEGAL ოპერირებს SUNBREATH CORP.-ის ეგიდით, ბიზნეს კორპორაცია ქალაქ ნიუ-იორკში, აშშ. SBC Legal თავისი პრაქტიკის ფარგლებში წარმოადგენს მრავალ ადგილობრივ თუ უცხოური ქვეყნის მცირე, საშუალო და მსხვილ კლიენტს. როგორც საკონსულტაციო მრჩეველი, ჩვენ ვართ ჩართული სადაზღვევო და საბანკო ბიზნესში, ტელეკომუნიკაციების, საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, საავიაციო, არასამთავრობო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე, ადგილობრივ დონეზე წარმოვადგენთ საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიებს.
ჩვენი პროფესიონალები აერთიანებენ საქართველოს კანონმდებლობის, ბიზნესისა და რეგულირებადი სფეროების ცოდნას დასავლურ გამოცდილებასა და უცხო ენებთან ერთად. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის კლიენტებისთვის ჩვენ მიერ მიწოდებული სერვისის ეფექტურობას, ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, ამცირებს ხარჯებს და ეხმარება კლიენტებს წარმატებული ბიზნესის განხორციელებაში. ჩვენს პროფესიონალებს აქვთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს გარიგებების განხორციელებისას საკონსულტაციო მრჩევლისა და წარმომადგენლობის მრავალმხრივი გამოცდილება.
იურიდიული სერვისები
ჩვენი გუნდის პროფესიონალ იურისტებს აქვთ მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა იურისდიქციის კლიენტებთან ურთიერთობაში, არიან ორგანიზებულები და სამუშაოს ასრულებენ შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ჩვენი იურსიტების გუნდი სპეციალიზებულია ბიზნეს სამართალში, საბანკო საქმესა და ფინანსებში, ასევე, საგადასახადო, საბაჟო, სამოქალაქო, შრომის, ადმინისტრაციულ, პრივატიზაციის, ინტელექტუალური საკუთრების, სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ნავთობისა და გაზის სამართალში, სასამართლო პროცესებსა და დავების ალტერნატიულ მოგვარებაში.
SBC-ს ფინანსური სერვისები მოიცავს ფინანსურ აუდიტს, ბუღალტერიას, საგადასახადო მხარდაჭერასა და ქონების შეფასების სერვისებს. SBC-ის აქვს დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების აუდიტის განხორციელებაში. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს აუდიტორული მომსახურების გაწევას კერძო, საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში, კერძოდ, საბანკო, უძრავი ქონება, სამრეწველო, საცალო, ენერგეტიკა, ტურიზმი და განთავსება, რესტორნები და სასტუმრო ბინზესი, ინჟინერია და მშენებლობა, დისტრიბუცია, გამომცემლობა, რეკლამირება და ა.შ. SBC-ის ფინანსური სერვისების გუნდი იყენებს დამკვიდრებულ საერთაშორისო აუდიტორულ მეთოდოლოგიას, რათა თავის კლიენტებს მიაწოდოს აუდიტორული სერვისი ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით. SBC თავისი კლიენტების მენეჯმენტს უზიარებს აუდიტორული კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ ფაქტებს, რათა დაეხმაროს მათ ბიზნეს საქმიანობის სწორად განხორციელებასა და გაუმჯობესებაში. კომპანიაში მომუშავე პროფესიონალთა სპეციალიზაცია ცალკეულ სექტორებსა და ინდუსტრიებში საშუალებას აძლევს მათ სიღრმისეულად შეისწავლონ ის გამოწვევები და რისკები, რომლებსაც შესაძლოა შეხვდნენ ჩვენი კლიენტები. აუდიტორული პროცესი არის მოქნილი, რაც ხელს უწყობს ჩვენს პროფესიონალებს მოარგონ თავიანთი აუდიტორული მიდგომა მოთხოვნებსა და კონკრეტულ გარემოებებს. მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად SBC თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც მოითხოვენ ადგილობრივი კანონმდებლობის დეტალურ და სიახლეებთან ადაპტირებულ ცოდნას, ამასთანავე, უწყვეტად ვთანამშრომლობთ საგადასახადო სფეროს პროფესიონალებთან სხვადასხვა იურისდიქციაში.
აუდიტისა და ფინანსური სერვისები
ჩვენ ვთავაზობთ სპეციალურ აუდიტს ადრეულ, დაგეგმვით სტადიაზე, ასევე ინფორმაციული და ტექნიკური თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ მუშაობს კლიენტის ბიზნესი.
ჩვენი IFRS სერვისები (შედგება სრული IFRS-სგან და მცირე და საშუალო ბიზნესის IFRS-სგან) მოიცავს:
აგრეთვე, SBC წარმოადგენს და იცავს თავისი კლიენტის ინტერესებს შესაბამის უწყებებში (ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების საბჭო), აგრეთვე, საქართველოს სასამართლოების წინაშე.
SBC–ის ფინანსური სერვისები გთავაზობთ გარე მომსახურების საბუღალტრო სერვისებს, მათ შორის:
თქვენი ბიზნესისთვის მთავარი ადგილსამყოფელის შერჩევისას, გაფართოებისას, ლოკაციის შეცვლისას ან თქვენი საინვესტიციო პორტფელის შევსებისას არსებობს მრავალი გასათავლისწინებელი ფაქტორი, როგორებიცაა: საერთო ეკონომიკური კლიმატი, საგადასახადო რეჟიმი, უპირატესობები, მუშახელის ხელმისაწვდომობა და ხარჯები, ასევე სხვა საბაზრო ფაქტორები.
ჩვენი საინვესტიციო გუნდი კლიენტებს აწვდის შესაბამის საინვესტიციო რეკომენდაციებს მათი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საკუთარი ინიციატივით. სერვისი მოიცავს მრავალფეროვან საინვესტიციო კონსულტაციას, რაც ემსახურება კლიენტთა საინვესტიციო საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. ჩვენი პროფესიონალური მიდგომა გულისხმობს კლიენტის საინვესტიციო პოტენციალის დეტალურ შესწავლას, ამასთან, გაანალიზებას, თუ რამდენად ერგება ეს ყოველივე კლიენტის სპეციფიკურ საინვესტიციო მიზნებს. ჩვენ ვმუშაობთ რისკების შემცირებაზე პოზიტიური ფინანსური მოგების უზრუნველსაყოფად.
უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენი ქსელის მეშვეობით ვაფასებთ სხვადასხვა სამიზნე კომპანიას/პროექტს და ასევე, მათ სტატუსს სხვადასხვა კუთხით. ჩვენს კლიენტებს ვაწვდით მიმზიდველი ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას და ვეხმარებით მათ გონივრული, მიღწევადი საინვესტიციო მიზნების დასახვაში. ჩვენს საინვესტიციო გუნდს შეუძლია კომპეტენტური პასუხი გასცეს ბიზნესთან დაკავშირებულ ფართო სპქეტრის შეკითხვებს, გამოვიდეს საინვესტიციო შეთავაზებებით, მისცეს ობიექტური რჩევა და დაეხმაროს თავის კლიენტებს შეაფასონ საინვესტიციო გადაწყვეტილებების ფინანსური შედეგები და უზრუნველყონ ორგანიზება.
ჩვენი რჩევა მოიცავს კლიენტისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ყოველმხრივი ანგარიშის მომზადებას, რათა დავეხმაროთ კლიენტს სასურველ ტრანზაქციათა განხორციელების ფორმა შეუსაბამონ თავიანთ საინვესტიციო მიზნებს (მაგ: შესყიდვა თუ ლიზინგი, უძრავი ქონების თუ აღჭურვილობის შეძენა, ბიზნესის შეძენა თუ ახალი საწარმოს დაარსება, ფინანსური სტრუქტურირება და საგადასახადო ტვირთის მინიმიზაცია და ა.შ.).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია არის ევროპული რეგულაცია ევროკავშირის მოქალაქეთა მონაცემების დაცვის გაძლიერებისა და გაერთიანების უზრუნველსაყოფად. 2018 წლის 25 მაისის შემდგომ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა კომპანია, რომელიც ინახავს ან/და ამუშავებს ევროკავშირის მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციას, ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა მისი მოქმედების გაფართოებული ტერიტორიული არეალი, რაც ნიშნავს იმას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია შეეხება, აგრეთვე, იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ევროკავშირის გარეთ ოპერირებენ, იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ევროკავშირში მყოფი ინდივიდებისათვის საქონლის ან სერვისების მიწოდებასთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია თავის მოქმედების სფეროს ავრცლებს ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, და ამდენად, რეალურად გარდაიქმნება გლობალურ სამართლად.
ამასთანავე, ყველა ქართული ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს ან/და ამუშავებს ევროკავშირის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ვალდებული იქნება თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის დამრღვევი კომპანია შესაძლებელია დაჯარიმდეს წლიური ბრუნვის 4%-ის ოდენობით ან 20 მილიონი ევროთი (მათ შორის აღმატებულით).
SBC Legal ორგანიზაციებს სთავაზობს შეამოწმონ თვიანთი საქმიანობის შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან. ჩვენ დავეხმარებით კომპანიებს აღმოაჩინონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევა და შეამოწმონ, არიან თუ არა ისინი მზად აწარმოონ ბიზნესი ამ რეგულაციის მოთხოვნათა დაცვით. გარდა ჩვენი პროფესიონალების მიერ გაკეთებული კომპეტენტური სამართლებრივი კვლევისა, შესაბამის იურიდიულ პირებს მივაწვდით რეკომენდაციასა და ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან შესაბამისობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
ამგვარი რეკომენდაცია და ანგარიშები დაეხმარება საწარმოებს შეაგროვონ, დაამუშაონ და შეინახონ პერსონალური მონაცემები სამართლიანად და კანონიერად, საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
დამატებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან შესაბამისობაში ყოფნასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და რჩევების გარდა, SBC Legal ასევე ეხმარება იურიდიულ პირებს მოიპოვონ ISO 27001 სერტიფიკატი ოფიციალურად სერთიფიცირებული საერთაშორისო პარტნიორისაგან – United Registrar of Systems-სგან.