დახურვა
უკან მაღლა
Image Alt

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებგვერდით  სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები

წინამდებარე ვებ- გვერდის გამოყენება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის მიერ დადგენილი ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესებით და პირობებით („წესები და პირობები“)

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, თუ არ ეთანხმებით მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისით სარგებლობა და დატოვეთ ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდზე გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობა

თუკი კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს და იძლევა საშუალებას, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მხოლობითს და პირიქით

„საიტი“/“ვებ-გვერდი“ –  https://sbc-legal.com 

„კომპანია“/“ჩვენ“ – შპს „სანბრეს კორპ ლიგალ სერვისიზ“ (ს/ნ:204559334) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი მრავალპროფილური საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ასევე ფლობს, მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებულ საადვოკატო ბიუროს სტატუსს.

„მომხმარებელი“ /„თქვენ“-  რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური  ან/და იურიდიული პირი (მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იურიდიული პირის სტატუსის არ მქონე  სუბიექტი) რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდის მომსახურებით ან/და ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდას.

„კომერციული ბანკი“ –  საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული და მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული და ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი  – სს „თიბისი ბანკი“.

„ვალუტა“ –  ლარი, აშშ დოლარი, ევრო.

„ხელშეკრულება“– მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.

„საბანკო დღე“–  კვირის დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე კომერციული ბანკებია ღიაა ზოგადი ბიზნეს გარიგებებისთვის.

„არაავტორიზებული პირი“ – ნებისმიერი მესამე პირი, გარდა მომხმარებლის, კომპანიისა და კომერციული ბანკისა.

1. შესავალი

წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები და მოცემული სამართლებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია გამოიყენება  კომპანიის  კუთვნილ ვებ-გვერდზე  დომეინით  www.sbc-legal.com და არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ უპირობო, გამოუხმობლად თანხმობას, რომლითაც ეთანხმებით წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგად პირობებს, (მათ შორის მასში შეტანილ ცვლილებებს გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ კომპანიის საიტით და დაუყოვნებლივ დატოვეთ იგი.

კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნებისმიერი სახის იურიდიული, ფინანსური თუ საინვესტიციო მომსახურების მიღებით. ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში.

2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კომპანია აფასებს ამ ვებ-გვერდზე  თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი კომპანიისა და მომსახურებების მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. 

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებ-გვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

3.  რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ კომპანიის ვებ-გვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებ-გვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ჩვენი ვებ-გვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

ჩვენს მიერ, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ვებ-გვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • დავადგინოთ, თუ როგორ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებებით. ამ საშუალებით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვავითაროთ უფრო საინტერესო და შესაფერისი  მომსახურებები, ისევე როგორც მოვახდინოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურებების ინდივიდუალიზაცია;
  • მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • ჩვენი კომპანიისა და მომსახურებების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოთხოვნების და სხვა მარეგულირებელი აქტების, მათ შორის  მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.  ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე, რომ არ იქნება გამოყენებული  პერსონალური მონაცემები არამართლზომიერად და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მიწოდებულ იქნება  სრული და ამომწურავი ინფორმაციის სახით  პერსონალური მონაცემების თაობაზე.

4.  პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • წერილებზე პასუხის გასაცემად;
  • თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;
  • საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული კითხვების ან მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@sbc-legal.com    

5. მიწოდების პოლიტიკა

კომპანიის მხრიდან, მომსახურების მიწოდება მოხდება 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მხარეთა მიერ სხვაგვარად არ იქნა წერილობითი ფორმით შეთანხმებული.

6. დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებლის მხრიდან, კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული გადახდის საშუალებით ჩარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ დაუკავშირდეს კომპანიას და ელ.ფოსტით (info@sbc-legal.com) ან/და ვებ-გვერდზე არსებული საკონტაქტო საშუალებით (https://sbc-legal.com/kontaqti/?lang=ge) და აცნობოს საკითხის დეტალები:

  • ინვოისის ნომერი;
  • შეკვეთის თარიღი;
  • დაბრუნების მიზეზი.

ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლისა და ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, თანხის დაბრუნება მოხდება 5 (ხუთი)  საბანკო დღის განმავლობაში, იმ ანგარიშის ნომერზე, საიდანაც განხორციელდა კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.

7. ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

კომპანიის ვებ-გვერდზე შესაძლოა განთავსებულ იქნეს მესამე პირის სარგებლობში არსებული  ბმული.   მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს კომპანიის  პასუხისმგებლობის საგანს.

შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

8. მარეგულირებელი სამართალი და დავის მოგვარების წესი

მომხმარებელსა და კომპანიას შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ ურთიერთმოლაპარაკების გზას. მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მატერიალური სამართლის საფუძველზე, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის იმ ნორმების გამორიცხვით, რომლებიც მიუთითებენ სხვა იურსიდიქციის გამოყენებაზე.

ხელშეკრულების დადებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობების რომელიმე მუხლის/პირობის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და ასეთი ბათილი მუხლი/პირობა უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის კანონიერი მუხლით/პირობით.

9.  ცვლილებების განხორციელების წესი

ვებ-გვერდით სარგებლობის  წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობისთანავე/გადახდის განხორციელებისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.   

კომპანია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.

მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგულარული სტუმრობა და მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება საიტზე განთავსებულ წესებსა და პირობებს.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას,  გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე:   საქართველო თბილისი,  ვაკის რ-ნი, კავსაძის ქ. N3, კომერციული ფართი N9, სართული 2, ბლოკი A  ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@sbc-legal.com