მარიამ აბესაძე SBC Legal-ში იკავებს იურისტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საკორპორაციო, ინტელექტუალური საკუთრების, მოთხოვნის უზრუნველყოფის, სახელშეკრულებო, მიწისა და გაკოტრების სამართალი. ჩვენს ფირმასთან შემოერთებამდე მარიამი მუშაობდა ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში, სადაც ახორციელებდა სამართლებრივ კვლევას, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას საერთაშორისო და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, ასევე წარმომადგენლობას საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებში და არბიტრაჟში.
მარიამს წარჩინებით აქვს მოპოვებული სამართლის ბაკალავრის ხარისხი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად, ამავე უნივერსიტეტში, სწავლობს კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. უმაღლეს აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, იგი არის არაერთი ნაშრომისა და სტატიის ავტორი. მათ შორის, მარიამი არის საკონფერენციო კონკურსის გამარჯვებული ნაშრომით – „მორალური ზიანის განსაზღვირსა და მისი ფულად ერთეულში კონვერტაციის პრობლემა უფლების რეალიზაციის კუთხით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შემთხვევაში.“
მარიამი ასევე მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. მათ შორის, იგი მონაწილეობას იღებდა კიოლნის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სისხლის სამართლის ზამთრის სკოლაში. გარდა ამისა, მას დასრულებული აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი, ერთსემესტრიანი, სასერთიფიკატო კურსი საავტორო უფლებებში.
მარიამს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში და ამჟამად გადის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის კურსს. აგრეთვე, მარიამი არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი და აქტიურად ატარებს ტრენინგებს როგორც თავად იუსტიციის სასწავლო ცენტრში, აგრეთვე საქართველოს საჯარო სკოლებში, საშუალო განათლების საფეხურის სტუდენტებისთვის.
მშობლიურ ენასთან ერთად მარიამი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.