ნატალი ჯავახიშვილი SBC Legal-ში იკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის საგანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი. ჩვენს ფირმასთან შემოერთებამდე, ნატალი მუშაობდა სტატისტიკის ექსპერტად “ჰელიოს ფარმში”, სადაც უძღვებოდა კომპანიის გაყიდვების სტატისტიკის ანალიზის განყოფილებას. აგრეთვე, ნატალი მუშაობდა პროექტების ორგანიზატორად არასამთავრობო ორგანიზაცია YES Georgia-ში, სადაც ის ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პროექტებს. ნატალის სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში, მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს.
ნატალი ჯავახიშვილს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, აგრეთვე, მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სკოლაში.
მშობლიურ ქართულთან ერთად, ნატალი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.