გვანცა ელგენდაშვილი SBC Legal-ში იკავებს იურისტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნეს, კორპორატიული და ქართული კერძო სამართალი. ჩვენს ფირმასთან შემოერთებამდე გვანცა მუშაობდა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მისი საქმიანობა მოიცავდა იურიდიული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო შეთანხმებების შედგენას, იურიდიულ საკითხებზე რჩევების გაცემას, ქართული, ევროპული და საერთაშორისო სამართლის განმარტებას.
გვანცა ელგენდაშვილი ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. ამჟამად, გვანცა სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, კერძო სამართლის მიმართულებით. გვანცა ასევე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს. აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, გვანცა იყო ერასმუს მუნდუსის (ჰერმესი) გაცვლითი პროგრამის მონაწილე და სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში, ესტონეთში. იგი ასევე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების შემსწავლელ პროგრამაში სტუდენტი ლიდერებისათვის, რომელიც ჩატარდა სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში.
სწავლის პერიოდში, გვანცა აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში. მან წარმოადგინა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 25-ე ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში, რომელიც წარიმართა ვენაში (ავსტრია). გვანცამ ასევე წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში, სადაც იგი მოხვდა საუკეთესო მოპასუხე მხარის ზეპირი მომხსენებლების ხუთეულში.
გვანცა ელგენდაშვილი არის რამდენიმე აკადემიური სტატიის ავტორი საკორპორაციო სამართლის, ასევე სამართალისა და ეკონომიკის და ევროკავშირის სამართლის სფეროებში. გვანცა ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თემაზე “ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები და ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.”
მშობლიურ ქართულთან ერთად, გვანცა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე აქვს თურქული ენის საშუალო ცოდნა.