ნინა ანტონიანი SBC Legal-ში იკავებს იურისტის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საკორპორაციო, ფასიანი ქაღალდების, კორპორაციის ფინანსირებისა და ბიზნეს სამართალი. ნინა წარმოადგენს საერთაშორისო და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენისას, ტრანსნაციონალური კომპანიების ფილიალების რეგისტრაციისას საქართველოში, კორპორაციის ფინანსირებისა და მართვის საკითხების გადაწყვეტისას. ამასთან, ნინა ანტონიანს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კლიენტების წარმოდგენის სავიზო და საემიგრაციო საკითხებში, ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მოპოვების პროცესში.
ნინა ანტონიანი აქტიურად არის ჩართული იურიდიული დოკუმენტებისა და სამართლებრივი დასკვნების შემუშავების პროცესში. ამასთან, იგი პასუხისმგებელია დოკუმენტაციის თარგმანზე, ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმებაზე. ნინა არის რუსული ენის სერტიფიცირებული თარჯიმანი, რაც შესაძლებლობას აძლევს შეადგინოს ხელშეკრულებები და სამართლებრივი დოკუმენტები მშობლიურ და რუსულ ენებზე.
SBC Legal-თან შემოერთებამდე ნინა იყო მედია ჰოლდინგის იურისტი, ასევე იგი მუშაობდა საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიაში „ჰერცი“ და არასამთავრობო ორაგნიზაციაში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ პროექტის იურისტის პოზიციაზე. ნინამ წარმატებით გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლში.
სამართლის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ, ნინას მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საქართველოს უნივერსიტეტში.
ქართულ ენასთან ერთად, ნინა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.