დახურვა
უკან მაღლა
Image Alt

გიორგი ოთარიძე

გიორგი ოთარიძე არის SBC Legal-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს კერძო და კორპორაციული სამართალი. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება მაღალპროფილური კლიენტების წარმოდგენის ფართო სპექტრის სამართლებრივ ურთიერთობებში. ბ-ნ ოთარიძეს აქვს მკაფიო და ყოვლისმომცველი წარმოდგენა ქართულ სამართლებრივ და ბიზნეს გარემოზე, რაც გამყარებულია ოცდახუთ წელზე მეტი ხნის იურიდიული პრაქტიკით.

SBC Legal-ის დაფუძნებამდე გიორგი მუშაობდა RSM Georgia-ში იურიდიული პრაქტიკის დირექტორად, ასევე DLA Piper Georgia-ში. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს კორპორატიულ, საბანკო, საფინანსო, სახელშეკრულებო, საგადასახადო სამართალსა და სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობას. გიორგი მუშაობდა იურისტად Chemonics Inc-ში (საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია), კერძოდ, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტაბილიზაციისა და გაძლიერების შესახებ პროექტში.  გიორგი აგრეთვე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანაავტორს, რომლითაც განისაზღვრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი. წლების განმავლობაში გიორგი ოთარიძე ემსახურებოდა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკს კორპორატიულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბანკების რეგისტრაციისა და სრული საბანკო ლიცენზიის მოპოვების, კორპორატიულ და შრომით საკითხებში. გიორგი ასევე ახორციელებდა მოთხოვნათა უზრუნველყოფის რეგისტრაციას, საერთაშორისო ანგარიშების გახსნას და ა.შ.

გიორგი EU TACIS-ის პროგრამასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევდა კონსულტაციასა და მომსახურებას მრავალ საკითხში, მათ შორის, რეგისტრაციის, რეორგანიზაციის, გაკოტრების, საგადასახადო საკითხებსა და სასამართლო წარმოებებში.

აღსანიშნავია გიორგის შემდეგი წარმომადგენლობები:

გლობალური ტექნოლოგიური გიგანტის (რომლის ღირებულება ოთხი მილიარდი აშშ დოლარია) წარმომადგენლობა საქართველოში რედომიცილიზაციის საქმეში;

საფინანსო ინსტიტუტის - Société De Promotion Et De Participation Pour La Coopération Économique S.A. (PROPARCO10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემის პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევა) (Baker & McKenzie A.A.R.P.I-თან თანამშრომლობით);

წარმომადგენლობა გლობალური IT გიგანტისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვების პროცესში;

იურიდიული მომსახურების გაწევა საინვესტიციო ფონდის - INCOFIN CVSO-ს მიერ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხების გაცემის პროცესში;

მთავარი საერთაშორისო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში იმ დავებზე, რომელებიც წარმოიშვა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სამი ნავთობისა და გაზის მილსადენის საქართველოში მშენებლობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საკუთრების დაზიანებაზე, გარემოსდაცვით და აუცილებელი გზის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით;

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა ICSID-ში საარბიტრაჟო დავის განხილვისას უცხოური ინვესტიციის, კერძოდ, მეტალურგიული კომბინატის სადავო ექსპროპრიაციის საკითხთან დაკავშირებით;

ამერიკელ მფლობელთა საკუთრებაში არსებული ქართული უძრავი ქონების კომპანიის წარმომადგენლობა ძვირადღირებული საკუთრების უფლების შესახებ დავისას მეზობელ უძრავი ქონების მესაკუთრესთან;

სამართლებრივი ანალიზის განხორციელება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან სასესხო გარიგებების სტრუქტურირებისათვის, რომელიც მოიცავს ქართულ კომერციულ ბანკებს და წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოში;

სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისათვის სასეხო გარიგებაშე, მათ შორის, საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიის ფინანსირება (10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი);

ევროკავშირში არსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოს კომერციული ბანკის იურიდიული ანალიზის განხორციელებისას, მონაწილეობა წამყვანი კომერციული ბანკის მრავალმილიონიანი ღირებულების აქციათა შესყიდვის ტრანზაქციაში;

მსოფლიოს ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენელი კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში წამყვანი მობილური ოპერატორი კომპანიის სამართლებრივი ანალიზის განხორციელებისას, მონაწილეობა მრავალმილიონიანი ღირებულების წილების ნასყიდობის გარიგებაში, დაკავშირებულს საქართველოში წამყვანი მობილური ოპერატორი კომპანიის საკონტროლო პაკეტის მოპოვებასთან.

გიორგიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა იურისტის კვალიფიკაცია (წარჩინებით). ასევე მას გააჩნია გერმანიის ფრანკფურტის მაინის საბანკო აკადემიის საბანკო სამართლის ექსპერტის დიპლომი.

გიორგი ოთარიძე არის საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრი.

მშობლიურ ქართულთან ერთად, გიორგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

კავსაძის ქუჩა 3, მე-2 სართული, მე-9 ოფისი | თბილისი 0162, საქართველო

დომუსის ბიზნეს ცენტრი

ტელ: +995 32 2 000 260 (111)

ელ-ფოსტა: giorgi.otaridze@sbc-legal.com

განათლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1998, იურისტის კვალიფიკაცია

ფრანკფურტის მაინის საბანკო აკადემია, გერმანია, 1998, საბანკო სამართლის ექსპერტი

ენები

ქართული

ინგლისური

რუსული