დახურვა
უკან მაღლა
Image Alt

ვახტანგ მებუკე

ვახტანგ მებუკე SBC Legal-ში იკავებს საბუღალტრო მიმართულების მენეჯერის თანამდებობას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს ბიზნეს ადმინისტრირება და კორპორაციულ-ფინანსური საკითხები. სხვადასხვა ვალდებულებებთან ერთად, ვახტანგის გამოცდილება მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას, საგადასახადო რისკების ანალიზს, ასევე, კლიენტებისთვის ფინანსური და საბუღალტრო კონსულტაციის გაწევას. ჩვენს ფირმასთან შემოერთებამდე ვახტანგი მუშაობდა RSM Georgia-ში ფინანსურ აუდიტორად, რა დროსაც  მის კომპეტენციაში შედიოდა ინსპექციაზე უფლებამოსილ პირთა მიერ მომზადებული საბუღალტრო და ფინანსური საქმიანობის ხარისხის კონტროლი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს წამყვან ბანკებში, კერძოდ,  „საქართველოს ბანკში“, „თიბისი“-ში და „ვითიბი ბანკში“, საკრედიტო და ფინანსურ ექსპერტად მუშაობას.

ვახტანგს წარჩინებით მიენიჭა როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართლებით.

დღესდღეობით ვახტანგ მებუკე წარმოადგენს GFPAA-ს წევრს.

მშობლიურ ქართულთან ერთად, ვახტანგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

განათლება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი, 2012, ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კორპორაციული ფინანსები, 2014, მაგისტრის ხარისხი

ენები

ქართული

ინგლისური

რუსული

საკონტაქტო ინფორმაცია

კავსაძის ქუჩა 3, მე-2 სართული, მე-9 ოფისი | თბილისი 0162, საქართველო

დომუსის ბიზნეს ცენტრი

ტელ: +995 32 2 000 260 (103)

ელ-ფოსტა: vakhtang.mebuke@sbc-accounting.com