დახურვა
უკან მაღლა
Image Alt

მარიამ ნეფარიძე

მარიამ ნეფარიძე SBC Legal-ში იკავებს უფროსი ბუღალტრის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საბანკო საქმე, ფინანსები და ბიზნეს ადმინისტრირება. მარიამის გამოცდილება მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას, ფინანსური ინფორმაციის ანალიზს, მონაცემების შეჯამებას ფინანსური სტატუსის შესახებ, ბუღალტრებისა და ასისტენტების ჯგუფის ხელმძღვანელობას, შიდა და დამოკიდებელი აუდიტის პროცესში დახმარებას, ბუღალტრული სისტემების შეფასებას და IFRS-ის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მარიამი ჩვენს გუნდს შემოუერთდა 2019 წელს ბუღალტრის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლიდან იკავებს უფროსი ბუღალტრის პოზიციას და ხელმძღვანელობს ბუღალტრების ჯგუფს. მას უმუშავია მრავალმილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიებთან, როგორებიცაა Egis International, BB Company, Olymp Georgia, ასევე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით წარმოდგენილ საწარმოსთან – შპს „საყალიბე ქვიშები.“

ჩვენს გუნდთან შემოერთებამდე, მარიამი მუშაობდა მთავარი ბუღალტრის ასისტენტად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებაში.

მარიამმა ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირება, საბანკო საქმე და ფინანსებში (წარჩინებით). ამჟამად, მარიამი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი საბანკო საქმისა და ფინანსების მიმართულებით.

იგი არის ACCA-ს (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) წევრი და წარჩინებით აქვს გავლილი შემდეგი მოდულები: F1, F2, F3, F5, F6, F8.

მშობლიურ ქართულთან ერთად, მარიამი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

განათლება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება, საბანკო საქმე და ფინანსები, ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით) (2014-2018)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბანკო საქმე და ფინანსები, მაგისტრატურა (მიმდინარე)

ენები

ქართული

ინგლისური

რუსული

საკონტაქტო ინფორმაცია

კავსაძის ქუჩა 3, მე-2 სართული, მე-9 ოფისი | თბილისი 0162, საქართველო

დომუსის ბიზნეს ცენტრი

ტელ: +995 32 2 000 260 (105)

ელ-ფოსტა: mariam.nepharidze@sbc-accounting.com